Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2023 წელს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება იზრდება

მარშალ პრესი 07/10/2022
სოფლის განვიტარების სააგენტო

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსება 15.7%-ით გაიზარდა. ბიუჯეტი ზრდის მიზანია, სახელმწიფომ ადგილობრივი აგროწარმოების განვითარებისთვის, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მეტი ფინანსური რესურსი გახადოს ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის კუთხით. ბიუჯეტი გაიზარდა პროგრამისთვის „დანერგე მომავალი“, ასევე, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის.

„ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტის წარმოების პროცესში სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამები დიდ დახმარებას უწევს ფერმერებს სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, რაც, საბოლოოდ, ექსპორტის ზრდის და იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგიულ მიზანს ემსახურება; 2023 წელს, სახელმწიფო თანადაფინანსებას ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტში ზრდის“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის არსებული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები ქმნის შესაძლებლობებს, შეიქმნას მაღალი ხარისხისა და უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების პროდუქცია. ერთ-ერთი სისტემური პროექტი, რომელიც ამ მიზნით ხორციელდება არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“. პროექტი მხარს უჭერს აგრომეწარმეებს გაეზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის პირველადი, გადამმუშავებელი და აგროპროდუქციის შენახვის მიმართულებებით. 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი სოფლის განვითარების სააგენტოს მეტი შეღავათიანი სესხის გაცემის შესაძლებლობას აძლევს.

Post navigation

Previous: ილია დარჩიაშვილი: ყოველთვის მზად ვართ, რომ საქართველო იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ დიალოგს, რათა კონკრეტული შედეგი მიიღონ ამ მოლაპარაკებებიდან და ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა
Next: მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსში გაეროს ეკონომიკური კომისიის მხარდაჭერით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.