Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

44 ქვეყნის ლიდერი საუბრობდა, თუ როგორ უნდა გააძლიეროს ევროპულმა ოჯახმა თანამშრომლობა და პარტნიორობა, რათა წინ აღუდგნენ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს აწუხებს ევროპასა და მსოფლიოს – ილია დარჩიაშვილი

მარშალ პრესი 07/10/2022
ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი

დღეს მნიშვნელოვანი დღეა პრაღაში, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, ვიცით, რომ პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან დაანონსდა ახალი ინიციატივა ევროპული პოლიტიკური გაერთიანებისა, რომლის გარშემოც არსებობდა საკმაოდ ბევრი კითხვა, თუ რა ფორმას შეიძენდა აღნიშნული ინიციატივა და რა ტიპის პლატფორმა გახდებოდა. დღეს სწორედ პრაღაში მოხდა ამ პლატფორმის, ასე ვთქვათ, პრაქტიკული იმპლემენტაცია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრაღაში განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტში არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, არამედ ყველა იმ ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობს, ვისი საგარეო და პოლიტიკური მომავალიც დაკავშირებულია ევროკავშირთან.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა პრაღაში, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, ვიცით, რომ პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან დაანონსდა ახალი ინიციატივა ევროპული პოლიტიკური გაერთიანებისა, რომლის გარშემოც არსებობდა საკმაოდ ბევრი კითხვა, თუ რა ფორმას შეიძენდა აღნიშნული ინიციატივა და რა ტიპის პლატფორმა გახდებოდა. დღეს სწორედ პრაღაში მოხდა ამ პლატფორმის, ასე ვთქვათ, პრაქტიკული იმპლემენტაცია, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პირველმა პირებმა ისაუბრეს აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობასა და მის მომავალ პოტენციურ განვითარებაზე, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ამ პლატფორმის მომავალი განვითარება. არა მხოლოდ ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ, არამედ ყველა ქვეყნის პირველი პირი, ვინც ასოცირებულია ასე თუ ისე ევროკავშირთან, ვისი პოლიტიკური და საგარეო ასპირაციები კავშირშია ევროკავშირთან, 44 ქვეყნის ლიდერი დღეს საუბრობდა, თუ როგორ უნდა გააძლიეროს ევროპულმა ოჯახმა თანამშრომლობა და პარტნიორობა იმისათვის, რომ წინ აღუდგნენ იმ გამოწვევებს და იმ პრობლემებს, რომელიც დღეს აწუხებს ევროპას და მსოფლიოს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

Post navigation

Previous: ის, რომ პრემიერი იყო თანათავმჯდომარე დისკუსიისა, რომელიც ეხებოდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხს ევროპაში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია – ილია დარჩიაშვილი
Next: ილია დარჩიაშვილი: ყოველთვის მზად ვართ, რომ საქართველო იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ დიალოგს, რათა კონკრეტული შედეგი მიიღონ ამ მოლაპარაკებებიდან და ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.