Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ის, რომ პრემიერი იყო თანათავმჯდომარე დისკუსიისა, რომელიც ეხებოდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხს ევროპაში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია – ილია დარჩიაშვილი

მარშალ პრესი 07/10/2022
ილია დარჩიაშვილი

ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მოწვეული იყო კოლეგასთან, ესტონელ პრემიერ-მინისტრთან ერთად და ახდენდა თანათავმჯდომარეობას იმ დისკუსიისა, რომელიც ეხებოდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხს ევროპაში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია, იმის, რომ საქართველოს ამ საერთო ოჯახში აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ.

„ძალიან საინტერესო მრგვალი მაგიდა გამოვიდა პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით ჩატარებული დისკუსიის. ამ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტი მაკრონი, თურქეთის პრეზიდენტი და კიდევ ბევრი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პირველი პირები. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა პრემიერის ჩართულობით, ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები გამოვიდა, სადაც გაკეთდა აქცენტი იმ გამოწვევაზე, რომელიც დღეს ევროპას აქვს,“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

Post navigation

Previous: თოფურიძის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაღალი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდი რაოდენობით შავი ფულით ფინანსდება – არჩილ თალაკვაძე
Next: 44 ქვეყნის ლიდერი საუბრობდა, თუ როგორ უნდა გააძლიეროს ევროპულმა ოჯახმა თანამშრომლობა და პარტნიორობა, რათა წინ აღუდგნენ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს აწუხებს ევროპასა და მსოფლიოს – ილია დარჩიაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.