
იმ განცხადებებთან ერთად, რაც გაკეთდა ხაბეიშვილთან, მელიასთან მიმართებაში, თოფურიძის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მაღალი ალბათობით, პარტია ძალიან დიდი რაოდენობით შავი ფულით ფინანსდება და პირდაპირ დასტურდება, რომ სწორედ ამ პარტიაში არის უკანონო ჩარევა, როგორც ქვეყნის გარედან, გარეთ თავშეფარებული ადამიანების მხრიდან, ისე ქვეყნის შიგნითაც, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სოსო თოფურიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
„ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ებრძვიან, როგორც ჩანს ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ უკანონობას ჩადიოდნენ“, – აღნიშნავს თალაკვაძე.