Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს საგამოფენო სივრცეში გაიხსნება სოსო დოლიძის (ფოტოგრაფი) და ვალერი ოთხოზორიას (მწერალი) პროექტის “ახალი დროების ძიებაში”გამოფენა

მარშალ პრესი 06/10/2022
აააააააააააააააააააააააააააააააააა

7 ოქტომბერს, 19 საათზე, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს საგამოფენო სივრცეში გაიხსნება სოსო დოლიძის (ფოტოგრაფი) და ვალერი ოთხოზორიას (მწერალი) პროექტის “ახალი დროების ძიებაში”გამოფენა.
გამოფენა გაგრძელდება 7 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრმდე.
პროექტი – „ახალი დროის ძიებაში“ ეძღვნება დევნილი ადამიანის თვითგამორკვევის პროცესს განცდილი ტრავმისა და მომავლის გამოწვევის პირისპირ.

დევნილობა არა მხოლოდ ზოგიერთი ადამიანის იძულებითი ფაქტობრივი, არამედ ყოველი ადამიანის ყოფის ერთგვარი მეტაფიზიკური მომენტია. ყოველ ადამიანს შეუძლია იგრძნოს დევნილობის რეფრენი საკუთარ თავში.

6 თვის განმავლობაში ფოტოგრაფმა სოსო დოლიძემ და დრამატურგმა ვალერი ოთხოზორიამ სიღრმისეულად გამოკითხეს 30-მდე დევნილი პიროვნება. გამოფენისთვის საბოლოოდ შეირჩა 21 ფოტოსურათი, შესატყვისი მცირე პოეტური ტექსტით.
დამთვალიერებელი ნახავს პროცესს, როგორ ცდილობს დევნილი ადამიანი გაუმკლავდეს საკუთარ ტრავმას და უპასუხოს თავის მომავალს.
ავტორთა შესახებ: სოსო დოლიძე – ფოტოგრაფი. პირველადი პროფესიით ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი. მისი ამჟამინდელი საქმიანობაც ფსიქოლოგიას უკავშირდება ფსიქოთერაპიის და აკადემიური მიმართულებით. ფოტოგრაფია მისი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წლის აღმოჩენაა, რომელსაც, თავდაპირველად ჰობის ფორმა ქონდა, დღეს კი პროფესიაზე მეტია.
„ახალი დროების ძიებაში“ ჩემი პირველი ფოტო პროექტია. ამ პროექტში ვცდილობ, დევნილობის ობიექტურ სიმძიმესთან ერთად, ახალი იდენტობების ჩამოყალიბების პროცესში, ვაჩვენო მისი პარადოქსული სილამაზე და არაორდინალურობა”.

ვალერი ოთხოზორია – დრამატურგი, მთარგმნელი, თეატრის კრიტიკოსი. დადგმულია მისი პიესები: „ღმერთები“, „წმინდა ნაწილები“ და სხვა. თარგმნილი აქვს ბერნარ-მარი კოლტესის, იასმინა რეზას და სხვათა პიესები, მარკიზ დე სადის რომანი „ფილოსოფია ბუდუარში“ და ჟან-მარი გუსტავ ლეკლეზიოს „მოხეტიალე ვარსკვლავი“. პერიოდულად აქვეყნებს რეცენზიებს ქართულ და უცხოურ სპექტაკლებზე. „პროექტზე მუშაობისას, შესაძლოა კანტის ცნობილი ოთხი შეკითხვის ირგვლივ ვტრიალებდი:
– რა შეიძლება ვიცოდე?
– რა უნდა გავაკეთო?
– რისი იმედი შეიძლება მქონდეს?
– ვინ არის ადამიანი?
იმედი მაქვს, დამთვალიერებელი სულ სხვა თვალით შეხედავს დევნილობას და ამ ფენომენს საკუთარ თავშიც აღმოაჩენს.“

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: “ხალხის ძალა” იყო, არის და იქნება იმ ყველა ჯანსაღი წამოწყების და ფასეულობის მომხრე, რომელიც ახასიათებს რეალურ, და არა ფსევდო: ევროპულობას. სწორედ იმ ფასეულობებს, რომლის მიმდევარი საქართველო – დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის მონაწილეა
Next: თოფურიძის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაღალი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდი რაოდენობით შავი ფულით ფინანსდება – არჩილ თალაკვაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.