Skip to content
17/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჩეხეთის პრეზიდენტი: ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთი უნდა გააფრთხილონ, რომ თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედრო რეაქციაც მოჰყვება

მარშალ პრესი 05/10/2022
მილოშ ზემანი

ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთი უნდა გააფრთხილონ, რომ თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედრო რეაქციაც მოჰყვება.

მილოშ ზემანის თქმით, რუსეთის მუქარა ნიშნავს, რომ ბირთვული კონფლიქტის სერიოზული რისკი არსებობს.

„თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მაშინ რეაქცია იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედროც, ყველა იმ შედეგით, რაც მას შეიძლება მოჰყვეს“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

4 ოქტომბერს, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს იმის მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.

Post navigation

Previous: პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის „შესვლის“ შესახებ
Next: ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებებზე: პროცესი საკმაოდ რთული იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.