Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებებზე: პროცესი საკმაოდ რთული იყო

მარშალ პრესი 05/10/2022
ლაშა დარსალია

რთული რაუნდი იყო რამდენიმე მიზეზის გამო. დეკემბრის შემდეგ ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა გვემსჯელა 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. ამ კონტექსტში მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა და მადლობა გადავუხადო თანათავმჯდომარეების აქტიურობას, – ამის შესახებ ლაშა დარსალიამ განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდის ჩატარება მოხერხდა.

„მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ მოლაპარაკეთა პროცესი საკმაოდ რთული იყო. გვქონდა გარკვეული წყვეტა რაუნდებს შორის და გართულებულია უსაფრთხოების გარემო ჩვენს გარშემო, რაც თავისთავად აისახება ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. თანათავმჯდომარეების მხრიდანაც განსაზღვრული იყო, რომ რაუნდი კონცენტრირებული ყოფილიყო მთლიანად 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე. ჩვენ ყოველთვის ამ საკითხს ვაყენებთ დღის წესრიგში. განვიხილეთ პუნქტების მიხედვით თუ სად ვართ. ყველა საკითხი დავაყენეთ , რაც დაკავშირებულია ქართულ- რუსულ კონფლიქტთან. ეს ეხება პირველ რიგში დევნილთა დაბრუნებას, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონია რაიმე სახით პოზიტიური გამოხმაურება რუსული მხრიდან, თუმცა პროცესი გრძელდება“, – განაცხადა დარსალიამ.

ჟენევაში მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი გაიმართა. ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია წარმოადგენდა.

Post navigation

Previous: ჩეხეთის პრეზიდენტი: ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთი უნდა გააფრთხილონ, რომ თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედრო რეაქციაც მოჰყვება
Next: გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდადებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.