Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა

მარშალ პრესი 04/10/2022
ჯო ბაიდენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბაიდენი ზელენსკის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა, რომლის ღირებულება 625 მილიონ დოლარს შეადგენს. მასში დამატებითი იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, მათ შორის „​ჰაიმარსის“ სისტემები შედის.

თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისიც მონაწილეობდა. საუბრის მთავარი მიზანია იმის დემონსტრირება, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე დაადასტურა, რომ ამერიკა მომავალშიც მზადაა, ნებისმიერ ადამიანს, ორგანიზაციას თუ ქვეყანას, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას აღიარებენ, დიდი საფასური გადაახდევინოს“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Post navigation

Previous: საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვევა
Next: ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის მომავალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში მიიწვია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.