Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვევა

მარშალ პრესი 04/10/2022
აშშ სახ მდივანი

2022 წლის 5-7 ოქტომბერს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

შესაბამისი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, საქართველოში ვიზიტის დროს ჯენკინსი ცენტრალურ აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრებს.

ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ბონი ჯენკინსი საქართველოში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
Next: ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.