Skip to content
07/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის მომავალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკრაინაში მიიწვია

მარშალ პრესი 04/10/2022
ვოლოდიმირ  ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის „იტალიის ძმები“ ლიდერს, ჯორჯია მელონის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მხრეებმა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე, კონკრეტულად, სანქციების მერვე პაკეტის გაძლიერებაზე და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო პოლიტიკის გამკაცრებაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა მელონის უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მელონი უახლოეს მომავალში უკრაინაში ვიზიტით ჩასვლას მოახერხებს. თავის მხრივ მელონიმ ზელენსკის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას არანაირი იურიდიული და პოლიტიკური წონა არ აქვს.

Continue Reading

Previous: ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დაჰპირდა
Next: ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩემპიონთა ლიგაზე“ პირველი გოლი გაიტანა⚽

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025