Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ის, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არის შიში დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის მიმართ, ბუნებრივია, ვინაიდან ეს პარტია დგას ზუსტად ოლიგარქების კრიმინალურ ფულზე

მარშალ პრესი 03/10/2022
რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის მიმართ შიში აქვთ, რადგან ეს პარტიები სწორედ ოლიგარქების ფულით ფინანსდებიან. უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებისას საქართველო სწორედ ამ კანონს უნდა დაეყრდნოს.

„ფაქტია, რომ უკრაინულ მოდელს აქვს მოწონება ევროპარლამენტის მხრიდან. ფაქტია ისიც, რომ უკრაინის შემთხვევაში, მას ამ კანონის იმპლემენტაციის ვალდებულება მიეცა და ისიც ფაქტია, რომ საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში მიდის ოლიგარქების ომი სუბიექტური ინტერესების გამო. შესაბამისად, ცხადია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არის ის, რასაც უნდა დავეყრდნოთ ამ ვალდებულების შესრულების დროს. ის, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არის შიში ამ კანონის მიმართ, ბუნებრივია, ვინაიდან ეს პარტია დგას ზუსტად ოლიგარქების კრიმინალურ ფულზე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფის წევრები დღეს მოსაზრებებს ცვლიან. იმისათვის, რომ ევროპული რეკომენდაციების მეხუთე პუნქტი შესრულებულად ჩაითვალოს, პარლამენტმა შესაბამისი კანონი უნდა მიიღოს. პროცესს ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებენ „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.

Post navigation

Previous: ანრი ოხანაშვილმა საზოგადოებას სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტი წარუდგინა
Next: ხათუნა სამნიძე: დეოლიგარქიზაციის საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შევთანხმდებით, რადგან ხელისუფლებას სულ სხვა ხედვა აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.