Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილმა საზოგადოებას სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტი წარუდგინა

მარშალ პრესი 03/10/2022
ანრი ოხანაშვილი

სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტი ეფუძნება „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ შემუშავებულ 200-გვერდიან დოკუმენტს „ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება 2013-221 წლებში“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

მან საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში შემუშავებული სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტის შესახებ.

მისი თმით, პარლამენტში შექმნილმა სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა მიზნად დაისახა სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტის მომზადება, რაც შესრულდა.

„ეს დოკუმენტი დადგენილ ვადაში 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა, შესაბამისად გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ამ დოკუმენტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია.

ეს დოკუმენტი არის ფართო ჩართულობით შემუშავებული, როგორც პროფესიული, ასევე სახალხო დამცველის მონაწილეობით. ასევე, ჩვენ მივიღეთ დამატებითი წინადადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. შესაბამისად, ჯგუფმა ეს დოკუმენტი ფართო ჩართულობით მოამზადა. მასში ასახულია მთელი რიგი შემოთავაზებები, მათ შორის, მთელი რიგი შემოთავაზებები, ჯგუფის წევრებისგან.

გეტყვით იმას, რომ ეს დოკუმენტი ეფუძნება „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ შემუშავებულ 200-გვერდიან დოკუმენტს „ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება 2013-221 წლებში“. შესაბამისად, ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება უნდა ყოფილიყო საფუძველი იმისთვის, რათა ჩვენ დაგვეგეგმა შემდგომი ნაბიჯები ქართული მართლმსაჯულების განვითარებისთვის. სწორედ ეს დოკუმენტია ამ სტრატეგიის ბაზისი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: ბექა დავითულიანი: თუ ქვეყანაში დგას დეოლიგარქიზაციის პრობლემა, როგორც ოპოზიცია აქამდე ქადაგებდა, ჩვენ გავათავისუფლებთ პოლიტიკას ოლიგარქებისგან
Next: რატი იონათამიშვილი: ის, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არის შიში დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის მიმართ, ბუნებრივია, ვინაიდან ეს პარტია დგას ზუსტად ოლიგარქების კრიმინალურ ფულზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.