Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: დეოლიგარქიზაციის საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შევთანხმდებით, რადგან ხელისუფლებას სულ სხვა ხედვა აქვს

მარშალ პრესი 03/10/2022
სამნიძე

დეოლიგარქიზაციის საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ შევთანხმდებით, რადგან სულ სხვა ხედვა აქვს ხელისუფლებას. ისინი თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქების რიგში, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„მიზეზი იმისა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი არ ინიცირებულა, არის შეუთანხმებლობა ოპოზიციაში, კონკრეტულ დეტალებზე. უკრაინის მოდელი არ არის ოპოზიციისთვის მისაღები, ამას არაერთხელ გაესვა ხაზი. ეს კანონი არ არის სრულფასოვანი, მუშავდება კანონპროექტი. კანონის კოპირებას ზოგადად მე არასდროს ვუჭერ მხარს, ყოველთვის ქვეყნის კონტექსტი, ვითარებაა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებაა გასათვალისწინებელი. ვისურვებდი, რომ შესაძლებელი იყოს ეს შეთანხმება, მაგრამ როგორც ჩანს ამ კონკრეტულ საკითხზე, რაც არის დეოლიგარქიზაცია, ხელისუფლება და ოპოზიციას ვერ შევთანხმდებით, რადგან სულ სხვა ხედვა აქვს ხელისუფლებას. ისინი თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქების რიგში, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება არ აპირებს ნორმალური, ობიექტური და ქვეყნის კონტექსტის შესაბამისად გათვალისწინებული კანონის მიღებას“,- განაცხადა სამნიძემ.

დღეს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

Post navigation

Previous: რატი იონათამიშვილი: ის, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არის შიში დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის მიმართ, ბუნებრივია, ვინაიდან ეს პარტია დგას ზუსტად ოლიგარქების კრიმინალურ ფულზე
Next: გია გაბრიჭიძე: ყველა ვხედავდით თუ როგორ ძერწავდნენ ადეიშვილი და სააკაშვილი ვაშაძეს და მიიღეს ყალბი პირადობების დამამზადებელი, რომელიც მუდმივად სიყალბეზე მუშაობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.