Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: თუ ქვეყანაში დგას დეოლიგარქიზაციის პრობლემა, როგორც ოპოზიცია აქამდე ქადაგებდა, ჩვენ გავათავისუფლებთ პოლიტიკას ოლიგარქებისგან

მარშალ პრესი 03/10/2022
ბექა დავითულიანი

თავიდან ოპოზიცია, რომელიც ითხოვდა, რომ დეოლიგარქიცაზია იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, როგორც ჩანს უკრაინულ კანონს გაეცნენ და ეს არის ერთადერთი კანონი, რომელიც პრაქტიკაში მოქმედებს. აღმოაჩინეს, რომ შეეხებათ მათი პარტიის მთავარ დამფინანსებლებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მერე აღმოჩნდა, რომ კეზერაშვილის დაფინანსების გამო შიგნით აქვთ ომი. ამ კანონმა შესაძლოა მასაც შეუქმნას პრობლემები. ახლა საერთოდ უარი თქვეს ამ კანონზე და გვთავაზობენ, რომ ეს იქნებ საერთოდ გავაქროთ შესასრულებელი რეკომენდაციების სიიდან. ასე არ გამოვა, ჩვენ შეპირებული ვართ, რომ 12-ვე პუნქტს შევასრულებთ და შეპირებული ვართ, რომ თუ ქვეყანაში დგას დეოლიგარქიზაციის პრობლემა, როგორც ისინი აქამდე ქადაგებდნენ, ჩვენ გავათავისუფლებთ პოლიტიკას ოლიგარქებისგან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღეს, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

Post navigation

Previous: დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა იწყება
Next: ანრი ოხანაშვილმა საზოგადოებას სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტი წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.