Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძემ დუბლინში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმდინარე პროექტები და ახალი ინიციატივები გააცნო

მარშალ პრესი 03/10/2022
იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრი სამინისტროს წარმომადგენლებთან და ირლანდიაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ზურაბაშვილთან, ერთად დუბლინში ქართული დიასპორის წევრებს შეხვდა და საკვირაო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო დიასპორასა და სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობებს და საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტერესებზე მორგებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და პროექტებს.

ირლანდიაში მცხოვრებმა ქართველებმა კმაყოფილება გამოთქვეს პასპორტებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების საფასურის შემცირებასთან დაკავშირებით.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს დიასპორის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.

Post navigation

Previous: შარლ მიშელი: უკრაინის ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე და ჩვენს ეკონომიკაზე
Next: ვოლოდიმირ ზელენსკი არხანგელსკისა და მიროლიუბოვკის დასახლებების გათავისუფლებას ადასტურებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.