Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შარლ მიშელი: უკრაინის ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე და ჩვენს ეკონომიკაზე

მარშალ პრესი 03/10/2022
შარლ მიშელი

7 ოქტომბერს პრაღაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა შედგება. ჩვენ განვიხილავთ სამ ყველაზე აქტუალურ და ურთიერთდაკავშირებულ საკითხს, კერძოდ, რუსეთის ომს უკრაინაში, ენერგეტიკას და ეკონომიკურ მდგომარეობას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„უკრაინაში ომი კვლავ მძვინვარებს. სამწუხაროდ, კრემლმა გადადგა უპასუხისმგებლო ესკალაციური ნაბიჯები: დაიწყო ეროვნული მობილიზაციის კამპანია, მოჩვენებითი იძულებითი „რეფერენდუმები“ და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსია. პუტინი აგრძელებს მუქარის რიტორიკას. ამ მოვლენების ფონზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და მტკიცე რეაგირების თვალსაზრისით. ჩვენი სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ჩვენ გავაგრძელებთ შემზღუდველი ზომების გაძლიერებას რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, რათა მოსკოვმა დაასრულოს ომი. შეხვედრაზე განვიხილავთ, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის ძლიერი ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ ასევე განვიხილავთ, თუ როგორ დავიცვათ ევროპის კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

უკრაინის ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე და ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენი უპირველესი მიზანია უზრუნველვყოთ გარანტირებული მიწოდების უსაფრთხოება და ხელმისაწვდომი ენერგია ჩვენი ოჯახებისთვის და ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით ზამთრის სიცივის მოახლოებისას. ჩვენ შევაფასებთ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და დავგეგმავთ ახალ ნაბიჯებს, რომლებიც საჭიროა ევროპული კარგად კოორდინირებული რეაგირების უზრუნველსაყოფად.

განვიხილავთ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ გამოწვევებს- მაღალი ფასები,სამუშაო ადგილები. ჩვენი უმთავრესი მიზანია მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა,რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან გადასახადების ზრდას. ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, მთავარი იქნება ჩვენი უნარი ვიყოთ ერთიანი და პასუხისმგებლობით ,სოლიდარობის სულისკვეთებით კოორდინირებულად ვიმუშაოთ საერთო ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა შარლ მშელმა.

Post navigation

Previous: ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები რატომ არ ერთვებოდნენ სამუშაო ჯგუფში, უკვე ნათელი ხდება – მათ არ სურდათ კეზერაშვილის ოლიგარქად ცნობა
Next: რატი ბრეგაძემ დუბლინში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმდინარე პროექტები და ახალი ინიციატივები გააცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.