Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ვოლოდიმირ ზელენსკი არხანგელსკისა და მიროლიუბოვკის დასახლებების გათავისუფლებას ადასტურებს

მარშალ პრესი 03/10/2022
ვოლოდიმირ-ზელენსკი-640x361

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის ოლქის ორი დასახლების – არხანგელსკისა და მიროლიუბოვკის გათავისუფლების შესახებ ინფორმცია ოფიციალურად დაადასტურა.

„მადლობა ჩემი მშობლიური კრივოი როგის 129-ე ბრიგადის ჯარისკაცებს, რომლებმაც გამოირჩეოდნენ კარგი შედეგებით და გაათავისუფლეს არხანგელსკი და მიროლიუბოვკა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ინტეგრაციის მიმართულებით მიდის და რომ ეს პროექტი განხორციელდება.

„ყოველდღე ორჯერ მაინც, დილით და საღამოს, მე ვიღებ ანგარიშებს ჩვენი სამხედროებისგან. ამ კვირაში მოხსენებებში უდიდესი ნაწილი უკავია ჩვენი თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში მტრისგან გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებს. დონეცკის ოლქის ლიმანის გათავისუფლების ამბავი ახლა ყველაზე მეტად გავრცელდა. მაგრამ ჩვენი მეომრების წარმატებები მხოლოდ ლიმანით არ შემოიფარგლება. იცით, ასეთი ტენდენციაა… ცოტა ხნის წინ, ვიღაცამ სადღაც ფსევდორეფერენდუმები გამართა და როცა უკრაინის დროშა ბრუნდება, რუსული ფარსი რაღაც ფურცლებით და რაღაც ანექსიებით არავის ახსოვს. გარდა, რა თქმა უნდა, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების. რადგან ამაზე პასუხს აგებს ყველა, ვინც ჩართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ელემენტში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Post navigation

Previous: რატი ბრეგაძემ დუბლინში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმდინარე პროექტები და ახალი ინიციატივები გააცნო
Next: ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება €35 მილიონამდე გაიზარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.