Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი: ომის დასრულებამდე ალიანსში შესვლა ნაკლებად სავარაუდოა, დიდი ალბათობით, ეს გამარჯვების შემდეგ მოხდება

მარშალ პრესი 01/10/2022
ეგორ ჩერნევი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი, პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელი ეგორ ჩერნევი აცხადებს, რომ ომის დასრულებამდე უკრაინის ალიანსში შესვლა ნაკლებად სავარაუდოა, დიდი ალბათობით, ეს გამარჯვების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ მან საინფორმაციო ტელემარათონის მიმდინარეობისას განაცხადა.

„ომის დროს ასეთი შანსები ძალიან მცირეა, თუმცა აღსანიშნავია, ისიც, რომ 24 თებერვლამდე არსებული ჩვეული სქემები და წესები, რომლებსაც ჩვენ მივეჩვიეთ, ახლა იცვლება“, – აცხადებს უკრაინელი დეპუტატი.

მან არ გამორიცხა, რომ უკრაინა ნატოში რუსეთთან ომის დასრულებამდე გაწევრიანდეს, თუმცა აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, ეს უკვე ომში გამარჯვების შემდეგ მოხდება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს.

Post navigation

Previous: სტოლტენბერგი: ნატო კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ
Next: ედიშერ გვენეტაძე – მთელ საქართველოს ვულოცავ დიდი მამულიშვილის ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების 10 წლის იუბილეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.