Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სტოლტენბერგი: ნატო კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ

მარშალ პრესი 01/10/2022
სტოლტენბერგი

ნატო კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„ეს ევროპის ტერიტორიის ძალისმიერი ანექსიის ყველაზე დიდი მცდელობაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის ტერიტორიის კიდევ 15% – ტერიტორია, რომელიც დაახლოებით პორტუგალიის ზომისაა. უკანონოდ ჩამორთმეული რუსეთის მიერ იარაღის მუქარით. ფიქტიური რეფერენდუმი მოსკოვში იყო ჩაწყობილი. ეს მიტაცება უკანონოა. ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ ამ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, უარყონ რუსეთის ტერიტორიული დაპყრობის აშკარა მცდელობები“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა ძალით წაიღო უკრაინის ტერიტორია. თუმცა, ეს არ ცვლის კონფლიქტის ბუნებას. ეს რჩება რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომად უკრაინის წინააღმდეგ. ეს არ ცვლის ჩვენს ვალდებულებას უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რათა მან დაიცვას თავდაცვის თავისი უფლება, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

Continue Reading

Previous: ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ნატოში ახალი წევრების მიღების ტრადიციულ პროცესს
Next: ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი: ომის დასრულებამდე ალიანსში შესვლა ნაკლებად სავარაუდოა, დიდი ალბათობით, ეს გამარჯვების შემდეგ მოხდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025