Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ნატოში ახალი წევრების მიღების ტრადიციულ პროცესს

მარშალ პრესი 01/10/2022
ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს აქვთ გეგმა, დაეხმარონ უკრაინას თავდაცვაში, თუმცა ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, მან მხარი დაუჭირა ალიანსის ტრადიციულ პროცესს.

„მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ის, რომ ნატოს კარი ღია დარჩება, მათ შორის უკრაინისთვის. პროცესი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ ალიანსში გაწევრიანებას, ცნობილია. უკრაინა, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, აგრძელებს ამ პროცესის შესრულებას“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრმა ირლანდიელ კოლეგას იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო
Next: სტოლტენბერგი: ნატო კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.