Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა ირლანდიელ კოლეგას იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო

მარშალ პრესი 01/10/2022
იუსტიციის სამინისტრო

რატი ბრეგაძისა და ჰელენ მაკენტის შეხვედრა დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდნენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ ირლანდიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე კონფერენციის ორგანიზებისათვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ირლანდიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ირლანდიისა და ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობა ბოლო წლებში საგრძნობლად გააქტიურდა.

რატი ბრეგაძემ ჰელენ მაკენტის ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკუთარი ხედვა წარუდგინა და ორ უწყებას შორის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა, რომელიც გაითვალისწინებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მართლმსაჯულებისა და სამართლის უზენაესობის სფეროში ადამიანის უფლებების, ელექტრონული მმართველობის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების მიმართულებით.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სერვისების დიგიტალიზაცია წარმოადგენს როგორც საქართველოს, ისე ირლანდიის იუსტიციის სამინისტროების პრიორიტეტს, რაც კარგი საფუძველია ამ სფეროში თანამშრომლობისათვის.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ირლანდიელ კოლეგას იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო ქართული კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოების პროცესს, იუსტიციის სამინისტროს სერვისების დიგიტალიზაციას, პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის, ციფრულ უნივერსიტეტს.

რატი ბრეგაძემ ჰელენ მაკენტი საქართველოში მოიწვია და იმედი გამოთქვა, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელი გახდება ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ჯანდაცვის მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა
Next: ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ნატოში ახალი წევრების მიღების ტრადიციულ პროცესს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.