Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მაქსიმალური ინვესტიცია უნდა ჩავდოთ განათლებაში, თუ გვინდა გვყავდეს თაობა, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი

მარშალ პრესი 30/09/2022
შალვა პაპუაშვილი

განათლება არის სფერო, რომელშიც ჩვენ მაქსიმალური ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, თუ გვინდა გვყავდეს თაობა, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი. პარლამენტი საკანონმდებლო საქმიანობის პარალელურად დაკავებული უნდა იყოს იმ პოლიტიკის შესრულების ზედამხედველობით, რომელსაც თავად ადგენს. მნიშვნელოვანია პარლამენტმა ჩაიხედოს ხოლმე ამ პოლიტიკის განხორციელების პროცესში, შეაფასოს და შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის- „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასება“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა თემატური მოკვლევის, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის ერთ-ერთი ინსტრუმენტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების ერთგვარი მონიტორინგის სისტემა და რეკომენდაციებზე სხვადასხვა ხარისხობრივი კონტროლი იყოს შესაძლებელი.

„ეს ინსტრუმენტი, თემატური მოკვლევა, ზოგადად ახალია, თუმცა პარლამენტისთვის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისთვის ეს არ არის ახალი, რამდენიმე მოკვლევა წინა მოწვევის პარლამენტში უკვე ჩატარებულია სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის რეკომენდაციები, რომელსაც თემატური მოკვლევის საფუძველზე გასცემს კომიტეტი, არ დარჩეს მხოლოდ პრეზენტაციად და მივყვეთ ამ რეკომენდაციების შესრულებას და ზედამხედველობა გავუწიოთ რამდენად სრულდება ეს რეკომენდაციები.

ვფიქრობ და ესეც არის ჩვენი, პარლამენტის ერთ-ერთი მიზანი, რომ შეიქმნას სისტემა მონიტორინგის, რომელიც საზოგადოებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

ეს თავის მხრივ უფრო სკრუპულოზურს გახდის მუშაობას თავად მოკვლევაზე და რეკომენდაციებზე. პარლამენტის ინტერესშიც იქნება, რომ იყოს არა რეკომენდაციების სიუხვე, არამედ იყოს მიზანზე რეკომენდებული რეკომენდაციები, რომლის სხვადასხვა ხარისხობრივი კონტროლი იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის გარდა ღონისძიების სტუმრებს მიმართეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის გუნდის ხელმძღვანელმა გიგი ბრეგვაძემ.

Continue Reading

Previous: მამუკა მდინარაძე: ჩემი აზრით, ომბუდსმენობის რომელიმე კონკრეტულ კანდიდატზე საუბარი ახლა არ შეიძლება – ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ევრორეკომენდაციის შესრულების პროცესს ხელი არ შეეშალოს
Next: მამუკა მდინარაძე: ჩვენ რომ პირდაპირ გადმოვიტანოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი, არაერთი ადამიანი მოხვდება, როგორც ოლიგარქი, ოპოზიციის მხრიდან და არც ერთი მმართველი გუნდის მხრიდან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025