Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ რომ პირდაპირ გადმოვიტანოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი, არაერთი ადამიანი მოხვდება, როგორც ოლიგარქი, ოპოზიციის მხრიდან და არც ერთი მმართველი გუნდის მხრიდან

მარშალ პრესი 30/09/2022
მამუკა მდინარაძე

ჩვენ ვიცით, რომ იმ კანონის კოპირება, რომელიც აქვთ უკრაინელებს და მათი მხრიდან გაგზავნილია ვენეციის კომისიაში, გამოიწვევს არაერთი ადამიანის ამ კრიტერიუმებში მოხვედრას. ანუ, ჩვენ რომ პირდაპირ გადმოვიტანოთ ეს კანონი, არაერთი ადამიანი მოხვდება, როგორც ოლიგარქი, ოპოზიციის მხრიდან და არც ერთი მმართველი გუნდის მხრიდან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ისინი ხვდებიან, რომ 2 ცეცხლს შუა არიან, ჩიხში არიან შესულები – თან ითხოვენ დეოლიგარქიზაციის და ამით ვითომ მხარს უჭერენ რეკომენდაციების შესრულებას. მეორე მხრივ, ხვდებიან, რომ თუ ეს პროცესი რეალურად შედგა და კანონმდებლობაში აისახა ეს ყველაფერი, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არაერთ წარმომადგენელსა და დამფინანსებელს შეეხება ეს ამბავი. ამიტომ ახლა იმაზე ფიქრობენ, ამ ჩიხიდან გამოსავალი როგორ იპოვონ – თან უნდათ, რომ ვითომ მხარი დაუჭირონ და თან კანონის გადმოტანას მიღებას ეწინააღმდეგებიან, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მათ დააზიანებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: მაქსიმალური ინვესტიცია უნდა ჩავდოთ განათლებაში, თუ გვინდა გვყავდეს თაობა, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს მიერ გადადგმულმა ძალიან ეფექტურმა, გონივრულმა ნაბიჯებმა ძალიან სწრაფად გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებაც, აღდგენა და ძალიან ძლიერი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მივიღეთ შარშან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.