Skip to content
26/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე: აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი უმძიმესი ფაქტი და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია

მარშალ პრესი 28/09/2022
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი დაარღვია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია „ოკუპაციის შესახებ“ კანონი, რასაც ჩვენი, შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება. როგორც ვიცი, საქართველოში ბელარუსის ელჩი უკვე დაბარებულია“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს და ვიზიტი დაგმეს. ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც დაგმო.

Post navigation

Previous: ილია დარჩიაშვილი: პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას
Next: გიორგი ხელაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია, როდესაც სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ჩადის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ვგმობთ ამ ვიზიტს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.