Skip to content
26/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას

მარშალ პრესი 28/09/2022
ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება ილია დარჩიაშვილის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

„პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნას“, – წერს დარჩიაშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს და ვიზიტი დაგმეს. ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც დაგმო.

Post navigation

Previous: ჯუანშერ ბურჭულაძე: უმკაცრესი რეაგირება გვექნება ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით
Next: კახა კალაძე: აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი უმძიმესი ფაქტი და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.