Skip to content
15/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია, როდესაც სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ჩადის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ვგმობთ ამ ვიზიტს

მარშალ პრესი 28/09/2022
გიორგი ხელაშვილი

გამოვთქვამთ შეშფოთებას. ვგმობთ ამ ვიზიტს. ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია, როდესაც სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ჩადის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლასთან დაკავშირებით.

როგორც გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა ბელარუსის ელჩი საქართველოში და მას ახსნა-განმარტება მოსთხოვა. ასევე, გამოთქვა ვარაუდი, რომ ბელარუსის მხარე სრულად დაემორჩილება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს.

„ამას გამართლება არ აქვს და საქართველო არასოდეს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა, საგანგებო ვითარებაში, ბელარუსის ელჩი საქართველოში და მოსთხოვა ახსნა-განმარტება, რასაც ახლა ველოდებით. ეს არის დიპლომატიური თვალსაზრისით ყველაზე მკვეთრი ნაბიჯი ჯერ-ჯერობით. რაც შეეხება თავისთავად შედეგებს ამ ვიზიტის, ამას დაველოდოთ, წინსწრებით განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმას, რამდენადაც მე ვხვდები, ჯერ-ჯერობით მთავრობა არ გეგმავს. იმედი ვიქონიოთ, რომ ბელარუსის მხარე სრულად დაემორჩილება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს და არ გადადგამს რაიმე გაუთვალისწინებელ და არამეგობრულ ნაბიჯს“, – განაცხადა ხელაშვილმა

საგარეო უწყებამ ბელარუსის ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლის გამო განმარტებები მოსთხოვა და ვიზიტი დაგმო. ანალოგიური განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა.

Post navigation

Previous: კახა კალაძე: აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი უმძიმესი ფაქტი და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია
Next: ნედ პრაისი: მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას – რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.