საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ფაქტი ხელს არ უწყობს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას.
„ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, თუ იქნება მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „პოსტვ”- ის გადაცემა „პოლიტიკური ინტერვიუში” საუბრისას.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არცერთი ქვეყნის ლიდერს ურჩევს გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას.
„არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ძვირი დაუჯდეს, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს და ვიზიტი დაგმეს. ლუკაშენკოს ჩასვლა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებმა დაგმეს.
