Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დისიდენტების მიმართ არც მორალური და არც არანაირი ყურადღება აშშ-ს საელჩოს არასოდეს გამოუჩენია

მარშალ პრესი 28/09/2022
ნანა კაკაბაძე

საბჭოთა სისტემას მილიონები ემონებოდნენ და ერთეულები ებრძოდნენ. ამ ადამიანებს „დისიდენტებს“, ანუ სხვაგვარად მოაზროვნეებს ეძახდნენ. თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირებით თუ არალეგალურად მოქმედებით ეს ადამიანები ყველა შემთხვევაში საკუთარ თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებდნენ – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს მათი პრეტენზია არანაკლებ მიემართება აშშ-სა და წამყვანი ევროპული ქვეყნებისკენ, რომლებმაც ისევე მიატოვეს მათი ეს ბუნებრივი მოკავშირეები, როგორც ეს მოხდა შარშან ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ.

მისივე თქმით რატომღაც არავის გახსენებია აშშ-ს ძველი ბუნებრივი მოკავშირეები – საბჭოთა პერიოდის დისიდენტები, რომელთა დიდმა ნაწილმა სიცოცხლე უკიდურეს გაჭირვებაში დაასრულა, ხოლო ცოცხლად დარჩენილთა ნაწილი ახლაც გაჭირვებაში ცხოვრობს.

“აშშ-ს საელჩოს საბჭოთა სისტემას მილიონები ემონებოდნენ და ერთეულები ებრძოდნენ.
ებრძოდნენ ისე, როგორც შეეძლოთ – იატაკქვეშა ჯგუფების შექმნით, ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებით, სხვადასხვა ფორმის საპროტესტო აქციებით (შიმშილობა, დემონსტრაციული დაუმორჩილებლობა, აკრძალული ლიტერატურის გავრცელება, საპროტესტო აქციის ორგანიზება).

ეს იმ დროს, როდესაც საბჭოთა სისტემის მიერ ანტისაბჭოთა პროპაგანდად ითვლებოდა და სისხლის სამართლის წესით ისჯებოდა ისჯებოდა დასავლეთის რადიოსადგურების მოსმენაც და მათი შინაარსის გავრცელებაც.

ამ ადამიანებს „დისიდენტებს“, ანუ სხვაგვარად მოაზროვნეებს ეძახდნენ. თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირებით თუ არალეგალურად მოქმედებით ეს ადამიანები ყველა შემთხვევაში საკუთარ თავისუფლებას (ზოგჯერ სიცოცხლესაც) საფრთხის ქვეშ აყენებდნენ. ამით ისინი ამერიკული და ევროპული დემოკრატიის ბუნებრივი მოკავშირეები იყვნენ და ხელს უწყობდნენ საბჭოთა სისტემის დასუსტებას.
სამწუხაროდ, საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას სათანადოდ არ დაუფასებიათ ამ ადამიანების ღვაწლი, მაგრამ ჩვენი პრეტენზია არანაკლებ მიემართება აშშ-სა და წამყვანი ევროპული ქვეყნებისკენ, რომლებმაც ისევე მიატოვეს მათი ეს ბუნებრივი მოკავშირეები, როგორც ეს მოხდა შარშან ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ.

აშშ-ს საელჩოს განცხადებით მათ საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის 30 წლის განმავლობაში 6 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ამ თანხის საკმაოდ დიდი ნაწილი ისევ აშშ-ს პარტნიორი ქართული ჯარის და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებისთვის დაიხარჯა, თუმცა, რატომღაც არავის გახსენებია აშშ-ს ძველი ბუნებრივი მოკავშირეები – საბჭოთა პერიოდის დისიდენტები, რომელთა დიდმა ნაწილმა სიცოცხლე უკიდურეს გაჭირვებაში დაასრულა, ხოლო ცოცხლად დარჩენილთა ნაწილი ახლაც გაჭირვებაში ცხოვრობს.

დისიდენტების მიმართ არც მორალური და არც არანაირი ყურადღება აშშ-ს საელჩოს არასოდეს გამოუჩენია.”- წერს კაკაბაძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
Next: დაუწესდეს რუსეთიდან შემოსულ თითოეულ მოქალაქეს 1000 ლარი გადასახადი – ენმ-ის ინიციატივა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025