Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

მარშალ პრესი 27/09/2022
დედოფლისწყარო

დღეს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მერიის სოციალური სამსახურის უფროსთან, დოდო ხუნაშვილთან ერთად სამშობლოს თავდადებული გმირების: კობა გიგაურის, დავით ჩხაიძისა და ჯემალ ღვედაშვილის საფლავები ყვავილებით შეამკო. ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროელი გმირების ოჯახის წევრებს პატრიოტი მამულიშვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა , რომ სამშობლოს წინაშე თითოეული მათგანის ღვაწლი ფასდაუდებელია. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. აფხაზეთში სამშობლოს ერთიანობისთვის 7 დედოფლისწყაროელი დაიღუპა.

Post navigation

Previous: დაიწყო შიდა ომი ! – დავიწყე კირკიტი, ვიპოვე ფაქტები პეტრე ცისკარიშვილზე, ლევან ხაბეიშვილზე, ხატია დეკანოიძეზე და სხვებზე და მივედი კეზერაშვილამდე!
Next: დისიდენტების მიმართ არც მორალური და არც არანაირი ყურადღება აშშ-ს საელჩოს არასოდეს გამოუჩენია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.