Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

დაუწესდეს რუსეთიდან შემოსულ თითოეულ მოქალაქეს 1000 ლარი გადასახადი – ენმ-ის ინიციატივა

მარშალ პრესი 28/09/2022
ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, „საოკუპაციო შენატანის“ გადახდის ვალდებულება დაეკისროთ.

როგორც დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საოკუპაციო შენატანი ლარებში იქნება განსაზღვრული, 1000 ლარის ოდენობით თითოეულ მოქალაქეზე.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ამით ერთი მხრივ, მათი მხრიდან მოხდება იმის აღიარება, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, მეორე მხრივ, კი შემოსული თანხები დევნილებს მოხმარდება. ბეჟაშვილმა „ქართულ ოცნებას” მოუწოდა, ეს ინიციატივა არ განიხილონ პოლიტიკური დაპირისპირების ჭრილში და აღნიშნა, რომ საჭიროა ერთობლივად, პოლიტიკური მოტივაციის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება.

Post navigation

Previous: დისიდენტების მიმართ არც მორალური და არც არანაირი ყურადღება აშშ-ს საელჩოს არასოდეს გამოუჩენია
Next: თამთა მეგრელიშვილი ხოშტარიაზე: ყოველ თვე კრემლიდან მილიონობით რუბლს იჯიბავს და სხვას ადანაშაულებს რუსეთთან კავშირში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.