Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მედვედევი: საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს

მარშალ პრესი 27/09/2022
დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს.

„რუსეთს უფლება აქვს, ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს. წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში. ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მკაცრად დაცვით. თუ ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღის გამოყენებით. ან თუ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით აგრესია საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს არსებობას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ ისაუბრა ცოტა ხნის წინ“, – აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ მეზობელ სახელმწიფოებში არ გაჩნდეს ბირთვული იარაღი“, – განაცხადა მან.

22 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა იცის, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე შედეგები დადგება.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციები დახურული პროცესით გარიგდნენ კანდიდატებზე, რაც ადასტურებს იმას, როგორი კრიზისია სამოქალაქო სექტორში
Next: შალვა პაპუაშვილი: ევროპა და დასავლეთი უფრო ფხიზელი გახდა, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, დასრულდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.