Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპა და დასავლეთი უფრო ფხიზელი გახდა, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, დასრულდეს

მარშალ პრესი 27/09/2022
შალვა პაპუაშვილი

უფრო ფხიზელი გახდა ევროპა და დასავლეთი, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, დასრულდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი ახლა სინანულით საუბრობს, რომ იმას, რასაც წლების განმავლობაში ქართველი ხალხი საუბრობდა, ბოლომდე არ იჯერებდნენ. საუბარია იმ რისკებზე, რომელიც მომდინარეობს რუსეთისგან მსოფლიო უსაფრთხოების და განსაკუთრებით რეგიონის უსაფრთხოების კუთხით. ამას არ იჯერებდნენ, სანამ ეს რისკი ახლოს არ მივიდა ევროპის საზღვრებთან.

კარგია, რომ სხვანაირი პერსპექტივით გამოჩნდა, რა უსაფრთხოების რისკები მომდინარეობს რუსეთისგან. ამას უბრალოდ კი არ ვამბობთ, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია იყო ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებული სხვა ქვეყნის, რუსეთის მიერ. საერთაშორისო საზოგადოებამ სხვანაირად გააცნობიერა ეს რისკები და ამის შედეგია ის, რომ ევროკავშირში წევრობის პერსპექტივები გაიხსნა და ნატოში სპეციალურად მორგებული პროგრამა მივიღეთ; ასევე უფრო ფხიზელი გახდა ევროპა და ზოგადად, დასავლეთი.

ამიტომ ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ოკუპაცია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, დასრულდეს. თუმცა ეს არის ჩვენი მიზნების ერთი ნაწილი, მეორე ნაწილია ის, რომ ჩვენ და ჩვენმა აფხაზმა და ოსმა დებმა და ძმებმა ერთმანეთი დავიბრუნოთ. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო 10 წლის განმავლობაში ეწევა და ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში 10-წლიან მშვიდობას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: მედვედევი: საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს
Next: ვახტანგ გომელაური ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.