Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯეიკ სალივანი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, შეერთებული შტატებისგან გადამწყვეტ პასუხს მიიღებს

მარშალ პრესი 26/09/2022
სალივანი

„თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, შეერთებული შტატებისგან გადამწყვეტ პასუხს მიიღებს“, – ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა „ეიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ მოსკოვმა კატასტროფული ნაბიჯი არ გადადგას, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი წითელ ხაზს გადაკვეთს, ამას შეერთებული შტატებისგან გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება.

„ჩვენ გვსურს, გავაგებინოთ მათ, რომ კატასტროფული შედეგები იქნება, მაგრამ არ გვსურს, რიტორიკულ თამაშებში ჩავერთოთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია, რომ რუსეთი ამ ნაბიჯის გადადგმისგან შევაკავოთ და თუ ამას მაინც გააკეთებენ, ჩვენ გადამწყვეტად ვუპასუხებთ“, – აცხადებს სალივანი.

Post navigation

Previous: შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა და შემდეგ არჩევნებზე პოლიტიკური რადარებიდან გაქრებამ – გიორგი ამილახვარი
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალოსნის, რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.