Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მსოფლიო განახლების რთულ პროცესს გადის – უფრო სამართლიანი, დემოკრატიული, მშვიდობიანი საერთაშორისო საზოგადოების მშენებლობაში, სამართალდამცველ ორგანოთა მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

მარშალ პრესი 26/09/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენცია გახსნა და ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ადგილობრივ მთავრობებსა და მსოფლიოს დიდ გამოწვევებთან უწევთ ბრძოლა.

„კონფერენციის თემა – „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა რთულ, გამოწვევებით სავსე დროში გვიწევს საქმიანობა და საქმიანობა. კორონავირუსის პანდემიით განპირობებული სირთულეების, ახლა, უკრაინაში ომიდან, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საფრთხეების, ასევე ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული დანაშაულის, მათ შორის, კრიპტოვალუტის მეშვეობით, ფულის გათეთრებისა თუ კიბერდანაშაულის მზარდი მასშტაბების პირისპირ, აშკარაა, რომ დღეს მსოფლიო განახლების რთულ პროცესს გადის. უფრო სამართლიანი, დემოკრატიული, მშვიდობიანი საერთაშორისო საზოგადოების მშენებლობაში, სამართალდამცველ ორგანოთა მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იქნება ეს ეროვნულ დონეზე თუ საერთაშორისო პარტნიორობის გარგლებში. ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

საქართველოში პროკურორთა საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა.

Post navigation

Previous: სუს-ი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედროს პირადი საქმის მასალების რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელში აღმოჩენის შესახებ მიმდინარე საქმეზე, გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს
Next: სისხლი გვაქვს ჩანთხეული და ეს პარტია მოტანილი გვაქვს აქამდე ნიკა მელიას მთელ რიგ საკითხებში მეც არ ვეთანხმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის არჩეულ თავმჯდომარეზე თავდასხმა მოაწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.