Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირი ღია უნდა იყოს მათთვის, ვისაც არ სურს კრემლის ინსტრუმენტი იყოს

მარშალ პრესი 24/09/2022
შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ღია უნდა იყოს მათთვის, ვისაც არ სურს კრემლის ინსტრუმენტი იყოს.

„პრინციპში, ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა უნდა უმასპინძლოს მათ, ვინც საფრთხეშია პოლიტიკური შეხედულებების გამო. თუ რუსეთში ხალხს საფრთხე ემუქრება მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, რადგან ისინი არ მიჰყვებიან კრემლის ამ გიჟურ გადაწყვეტილებას უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა ვითანამშრომლოთ და კოორდინაცია გავუწიოთ ამ საკითხს, რადგან ეს არის ახალი ფაქტი – ნაწილობრივი მობილიზაცია“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

შარლ მიშელის თქმით, ის მზად არის, ამ საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებთან კონსულტაციები გამართოს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეებისთვის კარის გახსნის საკითხს ორშაბათს განიხილავენ.

Continue Reading

Previous: საგარეო საქმეთა მინისტრი იორდანელ კოლეგას შეხვდა
Next: ილია დარჩიაშვილი ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025