Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი იორდანელ კოლეგას შეხვდა

მარშალ პრესი 24/09/2022
საგარეო საქმეთა მინისტრი

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ილია დარჩიაშვილმა და აიმან საფადიმ მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და იორდანიას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ კავშირებს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს იორდანიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისტორიული ვიზიტის და მის უდიდებულესობა პრინც აბდულა მეორესთან შეხვედრის მნიშვნელობა.

მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ აღნიშნული კავშირების შენარჩუნებისა და მათი განვითარების მიმართულებით. ხაზი გაესვა იორდანიასა და საქართველოს შორის ტურიზიმის და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას, რასაც დამატებით იმპულსს მისცემს იორდანიის სამეფო ოჯახის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წმინდა მიწაზე ტერიტორიის მფლობელობაში გადმოცემა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთობას, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას არაბული ლიგის ორგანიზაციასთან და ზოგადად არაბულ სახელმწიფოებთან.

Post navigation

Previous: ნანა კაკაბაძე: ოპოზიცია დარწმუნებით აცხადებს – თუ ხელისუფლებამ შეზღუდა რუსების შემოსვლა, ე.ი. პუტინმა მოითხოვა და თუ არ შეზღუდა, მაშინ ესეც პუტინის შეკვეთილი იქნებაო
Next: შარლ მიშელი: ევროკავშირი ღია უნდა იყოს მათთვის, ვისაც არ სურს კრემლის ინსტრუმენტი იყოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.