Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მარშალ პრესი 24/09/2022
ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრ

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეიხ აჰმედ ნასერ ალ -მუჰამედ ალ-საბაჰთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ქუვეითს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის კავშირები აქტიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამასთან, ხაზი გაესვა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებებით.

დადებითად შეფასდა ქუვეითიდან ვიზიტორების რიცხვის ზრდა. აღინიშნა მთავრობათაშორისი თანამშრომლობის კომიტეტის სხდომის გამართვის აუცილებლობა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად მოხდება სექტორებს შორის თანამშრომლობის სფეროების განხილვა.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ქუვეითს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს და აღნიშნეს, რომ საიუბილეო თარიღი კარგი შესაძლებლობაა ორი ქვეყნის კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.

Post navigation

Previous: შარლ მიშელი: ევროკავშირი ღია უნდა იყოს მათთვის, ვისაც არ სურს კრემლის ინსტრუმენტი იყოს
Next: შარლ მიშელი: როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი გაუმართლებელ ომს იწყებს, უშიშროების საბჭოში მისი წევრობა ავტომატურად უნდა შეჩერდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.