წარმოუდგენელია მისი მუშობა უარყოფითად შეაფასო, ოდნავ მაინც ობიექტური დამკვირვებელი თუ ხარ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კულტურის მინისტრ თეა წულუკიანზე დასმულ შეკითხვას.
დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატები ვიცე-პრემიერსა და კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ.
მისი თქმით, თეა წულუკიანს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, ყოველთვის აქვს კონკრეტული პასუხები და დღესაც ასე იქნება.
„თეატრალური წარმოდგენა იქნება მე რომ ახლა სხვა მინისტრს, დღეს თუნდაც დავუშვათ, თეა წულუკიანს დავუსვა კითხვები რაღაც საკითხებზე, რადგან ჩვენ ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს და ყოველდღიურ რეჟიმში მინისტრებთან. რა თქმა უნდა, თანაგუნდელებს უამრავი შეკითხვა ექნებათ, პირადად მე, ვცდილობ, არ დავსვა შეკითხვა, რადგან ძირითად ინფორმაციას ვფლობ.
ამ სფეროში თეას მუშაობას რაც შეეხება, როდესაც რაღაც რეფორმა ტარდება და როდესაც ამ რეფორმის მტკივნეული ნაწილებიც ახლავს, ბუნებრივია, ამას ყოველთვის მოჰყვება დაბრალება, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით. ამ შემთხვევაში კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, მინისტრს ყოველთვის აქვს კონკრეტული პასუხები და დღესაც ასე იქნება. წარმოუდგენელია მისი მუშობა უარყოფითად შეაფასო, ოდნავ მაინც ობიექტური დამკვირვებელი თუ ხარ“, – განაცხადა წულუკიანმა.
