Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოში შემოდის ისეთივე არასანქცირებული ნავთობი, როგორიც შედის ევროკავშირის ქვეყნებში

მარშალ პრესი 22/09/2022
გიორგი ცუცქირიძე

ეკონომიკის ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში არაერთხელ ყოფილა ინსინუაციების საგანი ოპოზიციის მხრიდან, რომ საქართველოში შემოდის სანქცირებული რუსული ნავთობი, რაც არის მტკნარი სიცრუე – აქ შემოდის ისეთივე არასანქცირებული ნავთობი, როგორიც შედის ევროკავშირის ქვეყნებში.

„ბოლო მონაცემებით, ჩვენ ვხედავთ, რომ გაზრდილია არასანქცირებული რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი არათუ თურქეთში, ჩინეთში ან ინდოეთში, არამედ ევროკავშირის და ნატოს ისეთ წევრ ქვეყნებში, როგორიც არის ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და იტალია. რუსული Brent-ის ტიპის ნავთობი დაახლოებით 45%-ით იაფია, ვიდრე ალტერნატიული მიწოდების წყაროები. ბუნებრივია, სიიაფის გამო მას მიმზიდველობა დღემდე არ დაუკარგავს, მიუხედავად სანქციებისა. რაც შეეხება ქართულ ბაზარზე ასახვას, ბოლო პერიოდში არაერთხელ ყოფილა ინსინუაციების საგანი ოპოზიციის მხრიდან, რომ საქართველოში შემოდის სანქცირებული რუსული ნავთობი, რაც არის მტკნარი სიცრუე. აქ შემოდის ისეთივე არასანქცირებული ნავთობი, როგორიც შედის ევროკავშირის ქვეყნებში“, – აცხადებს ცუცქირიძე.

Post navigation

Previous: ავთანდილ თალაკვაძე: თანამოქალაქეებზე ზრუნვა, მათ პრობლემებზე რეაგირება და სოციალური პირობების გაუმჯობესება, ჩვენთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება
Next: მამუკა მდინარაძე: წარმოუდგენელია თეა წულუკიანის მუშობა უარყოფითად შეაფასო, ოდნავ მაინც ობიექტური დამკვირვებელი თუ ხარ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.