Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც საქართველოს ამუნათებენ, რომ მან უნდა გააკეთოს ის, რასაც, სამწუხაროდ, მასზე ათჯერ ძლიერი ქვეყნები ვერ ახერხებენ, თითოეული მოქალაქისთვის მარტივი გასაშიფრია რისკენ არის ეს მიმართული

მარშალ პრესი 22/09/2022
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მონაცემებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთმა ევროკავშირისგან ენერგომატარებლების სანაცვლოდ საკმაოდ დიდი თანხა მიიღო.

„იმ ფონზე, რაც ხდება დღევანდელ მსოფლიოში, რაც ხდება დღეს რეგიონში, როგორ ესხმის უკრაინას და უკრაინელ ხალხს რუსეთი – ამ ფონზეც კი ვერ ხერხდება ევროპული ქვეყნების ენერგოდამოკიდებულება, სამწუხაროდ. და ამ ფონზე, როდესაც საქართველოს ამუნათებენ – ჩვენი ოპონენტები, მათი პატრონები, დავალებების მიმცემები, ლობისტები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა გააკეთოს ის, რასაც, სამწუხაროდ, მასზე ათჯერ ძლიერი ქვეყნები ვერ ახერხებენ, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მარტივი გასაშიფრია რისკენ არის ეს მიმართული“, – განაცხადა მდინარაძემ.

უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში – რუსეთმა წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან 158 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, ევროკავშირის წილი 54%-ია, რაც თანხობრივად 85 მილიარდ ევროს აჭარბებს. რუსული ენერგომატარებლების ყველაზე დიდი იმპორტიორები ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი და ინდოეთი იყვნენ. მონაცემები, ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CREA) გამოაქვეყნა.

Continue Reading

Previous: დავით კირკიტაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის შესახებ ნიკა მელიას განცხადება უცნაურია
Next: მამუკა მდინარაძე სპეცოპერაციაზე: უსისხლოდ და მაღალი დონეზე ჩატარდა ეს ღონისძიება. ამ სულელური კამპანიებით ვაშაძე, ერთი მიმართულებით კამპანიას აწარმოებს და მეორე მიმართულებით, წერენ, რომ ეს იყო სპექტაკლი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025