Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით კირკიტაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის შესახებ ნიკა მელიას განცხადება უცნაურია

მარშალ პრესი 22/09/2022
დავით კირკიტაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე ნიკა მელიას განცხადებას დავით კეზერაშვილის შესახებ უცნაურს უწოდებს.

კირკიტაძის თქმით, ახლა ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე სწორი არ არის.

„უცნაური განცხადებაა. ბუნებრივია, ჩვენი, არა მხოლოდ ოპოზიციის, ყველა ამ ქვეყნის პატრიოტის მთავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ ოლიგარქი, რომელიც აშორებს ჩვენს ქვეყანას ევროპას, რომელმაც ამდენი პრობლემა შეუქმნა ჩვენს ხალხს და ხელთ უპყრია ძალაუფლება, მიტაცებული აქვს ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა შტო, ეს არის ქვეყნის მთავარი პრობლემა. ახლა ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე, ჩემი აზრით, არ არის სწორი“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ „ფორმულას“ ეთერში.

დავით კირკიტაძემ​ ​კომენტარი გააკეთა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ უთხრა „ნაცების“ ქუჩის აქტივისტებს – დემოკრატიის პროცესის მონაწილეებმა პატივი უნდა სცენ ეროვნულ კანონმდებლობას
Next: მამუკა მდინარაძე: როდესაც საქართველოს ამუნათებენ, რომ მან უნდა გააკეთოს ის, რასაც, სამწუხაროდ, მასზე ათჯერ ძლიერი ქვეყნები ვერ ახერხებენ, თითოეული მოქალაქისთვის მარტივი გასაშიფრია რისკენ არის ეს მიმართული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.