Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სპეცოპერაციაზე: უსისხლოდ და მაღალი დონეზე ჩატარდა ეს ღონისძიება. ამ სულელური კამპანიებით ვაშაძე, ერთი მიმართულებით კამპანიას აწარმოებს და მეორე მიმართულებით, წერენ, რომ ეს იყო სპექტაკლი

მარშალ პრესი 22/09/2022
მამუკა მდინარაძე

ასეთი სიგიჟე თქვეს და ვაშაძის პირით გაახმოვანეს, ანუ კარგი რაც ხდება, პროფესიონალურ დონეზე, თუ ჩატარდება ღონისძიება არის გამართლება. სხვას რომ ვერაფერს ამბობენ ამას ამბობენ, როგორც ჩანს. მაგრამ, ამის გარდა, უფრო მეტი უბედურება და ალბათ, რა ვიცი ფსიქოლოგიური პრობლემები, უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც დაგეგმავს იმას. გახსოვთ, ორი დღის წინ, საღამოს, დაგეგმილი კამპანია, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პროფესიონალურ დონეზე ჩატარდა სპეცოპერაცია, ამიტომ ვაშაძის მიერ, გაახმოვანეს, რომ ეს იყო უბრალოდ გამართლება და არა სამართალდამცველების მაღალი პროფესიონალიზმის შედეგი.

,,ფეისბუქში, რამდენიმე პოსტი შემხვდა, იწერებოდა, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი რაღაცების გადასაფარად. ანუ, 20 წლიან სასჯელზე მიდის ადამიანი იმისთვის, რომ ვახო გომელაურის იმიჯზე იზრუნოს. ამ დროს, ვახო გომელაური არის ადამიანი, გულწრფელად გეუბნებით და მთელი ცხოვრების განმავლობაში პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე. ეს არის ადამიანი, რომელიც პროფესიონალია, როგორ უსისხლოდ და მაღალი დონეზე ჩატარდა მისი ხელმძღვანელობით ეს ღონისძიება. უპატიოსნესი ადამიანია, რომელსაც ძალიან უყვარს თავის სამშობლო. ვიცნობ და დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვლაპარაკობ. ამის გადაფარვა უნდათ, ამ სულელური კამპანიებით, რომლის მიხედვითაც ერთი მხრივ გაუმართლათ. ვაშაძე ერთი მიმართულებით კამპანიას აწარმოებს და მეორე მიმართულებით, სერიოზულად წერენ, რომ ეს იყო სპექტაკლი. არ ვიცი, ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა ასეთი რაღაცები წესით არ უნდა დაწეროს, მაგრამ კამპანიას ატარებენ, რა გავაკეთოთ?’’- განაცხადა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: მამუკა მდინარაძე: როდესაც საქართველოს ამუნათებენ, რომ მან უნდა გააკეთოს ის, რასაც, სამწუხაროდ, მასზე ათჯერ ძლიერი ქვეყნები ვერ ახერხებენ, თითოეული მოქალაქისთვის მარტივი გასაშიფრია რისკენ არის ეს მიმართული
Next: ავთანდილ თალაკვაძე: თანამოქალაქეებზე ზრუნვა, მათ პრობლემებზე რეაგირება და სოციალური პირობების გაუმჯობესება, ჩვენთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025