Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტამდე

მარშალ პრესი 20/09/2022
მთავრობის ადმინისტრაცია

ვამაყობთ განათლების ტრანსფორმაციის შესახებ ჩვენი ეროვნული განცხადების დებულებებით და იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ ამბიციურ მიზნებს, საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ესენია ხარისხი, თანასწორობა და კარგი მმართველობა.

„საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ესენია ხარისხი, თანასწორობა და კარგი მმართველობა. მისი მიზნები და სტრატეგიული ამოცანები ეხმიანება ხუთ თემატურ მიმართულებას, რომლებიც ხაზგასმულია განათლების მომავლის საერთაშორისო კომისიის ანგარიშში და ის სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.

ვამაყობთ განათლების ტრანსფორმაციის შესახებ ჩვენი ეროვნული განცხადების დებულებებით და იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ ამბიციურ მიზნებს, საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტამდე.

საქართველოს მთავრობა გეგმავს კვლავ გააორმაგოს ძალისხმევა სასწავლო გეგმების გასაუმჯობესებლად, თანამედროვე და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მასწავლებლებისა და პედაგოგების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირებისათვის, რადგან ისინი ჩვენი ძალისხმევის ხერხემალს წარმოადგენენ მომავალი თაობის ადეკვატური უნარებითა და ცოდნით აღჭურვის საქმეში. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს ძალისხმევა საკვანძოა ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის, რომელიც განათლებული, გამოცდილი, პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქეებისგან შედგება,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ილია დარჩიაშვილი: გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით
Next: გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.