Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით

მარშალ პრესი 20/09/2022
ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი

გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა იყო გამოხატული საქართველოს მიმართ და მისი მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან და შეხვედრაზე განხილული იყო ყველა ის ძირითადი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ორმხრივ ფორმატში საქართველოსა და თურქეთს შორის არსებობს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება ნიუ-იორკში. პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში, სადაც მას ექნება მიმართვა. მანამდე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან, სადაც განხილული იყო საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს არსებული გამოწვევების ფონზე აქვს გაეროს გენერალური მდივნისგან და ზოგადად გაეროს, უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის მხრიდან. გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა იყო გამოხატული საქართველოს მიმართ და მისი მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით.

ასევე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან. როგორც ცნობილია, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ძლიერი მხარდამჭერი და ამ შეხვედრაზე განხილული იქნა ყველა ის ძირითადი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ჩვენ გვაქვს ორმხრივ ფორმატში საქართველოსა და თურქეთს შორის. ასევ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა განიხილეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება ჩვენს რეგიონს, რეგიონში არსებულ გართულებულ ვითარებას და საუბარი იყო იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტამდე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.