Skip to content
06/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს

მარშალ პრესი 20/09/2022
საგარეო საქმეთა სამინისტრო

19 სექტემბერს ილია დარჩიაშვილი შეხვდა პერუს, სენტ ლუსიას, ტიმორ-ლესტეს, ბოცვანას, განას და გამბიას საგარეო საქმეთა მინისტრებს. მათ შორის სენტ ლუსიას საგარეო, საერთაშორისო ვაჭრობის და დიასპორის მინისტრთან ალვა რომანუს ბაპტისტთან შეხვედრის შემდგომ მინისტრებმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას.

მინისტრების შეფასებით, ამ მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რაც საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნების შემდგომ დაახლოებაში.

ილია დარჩიაშვილმა კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის და კარიბის ქვეყნებთან თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა სენტ ლუსიას საქართველოს მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ფორმატებში.

ლათინურ ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს წარმატებული ურთიერთობები და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალი განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო საქმეთა მინისტრმა სესარ ლანდასმა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი მომსახურების და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით.

განას, გამბიის და ბოცვანას საგარეო საქმეთა მინისტრებთან, შირლი ეიორკორი ბოჩვისთან, მამადუ ტანგარასთან და ლემოგანგ კვეიპისთან შეხვედრაზე ხაზგასმული იქნა საქართველოს წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობა აფრიკის სახელმწიფოებთან, ორმხრივი ურთიერთობების მზარდი პოტენციალი განათლების, სახელმწიფო მმართველობით სფეროში რეფორმების გამოცდილების გაზიარების და სხვა მიმართულებით.

ტიმორ ლესტეს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ადალიზა მაგნოსთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს თანამშრომლობას სამხრეთ აზიის ქვეყნებთან რაც კარგ შესაძლებლობას იძლევა საქართველოსა და ტიმორ-ლესტეს მეგობრული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ იმუშავებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტამდე
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და საქართველოს მთავრობის უპირატესი სტრატეგიული პრიორიტეტია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025