Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: ბატონი გოგაშვილის განცხადება სრული სიცრუე და აბსურდია, ბიძინა ივანიშვილი ამ ადამიანს ფიზიკურად არ იცნობდა

მარშალ პრესი 15/09/2022
გომელაური ვახო

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ჟურნალისტებთან საუბრისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ბატონი გოგაშვილის განცხადება სრული სიცრუეა, ბატონი ბიძინა მას ვერანაირად ვერ დაავალებდა [მოსმენებს], ის მას არ იცნობდა. როგორ დაავალებდა ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა ან რა უნდა დაევალებინა? ეს აბსურდია, ამ ადამიანს ფიზიკურად არ იცნობდა. ან მე როგორ დამავალებდა? აცხადებს, რომ კრეფსებს, აუდიოჩანაწერის ბეჭდურ ვარიანტს აგზავნიდა ბიძინა ივანიშვილთან, ბატონ პრემიერთან და კობახიძესთანო. უკანონო მოსმენების თემა საერთოდ გამორიცხეთ. უკანონო მოსმენები არ ხორციელდება. კანონით რაც არის, უამრავი ოპერატიული მასალაა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა რომ იკითხოს, ერთი კაცი ამას ელემენტარულად ვერ აუვა, ზღვა ინფორმაციაა. [გოგაშვილს] მტკიცებულებები თუ აქვს, გამოიტანოს და დადოს. მე რომ ვიჯდე შინაგან საქმეთა სამინისტროში და რაც ოპერატიული მასალა შემოდის, რომ ვიკითხო, იქ მინიმუმ სამი გომელაური უნდა იყოს, ეს მასალა რომ წაიკითხოს“, – აცხადებს ვახტანგ გომელაური.

მანვე განმარტა, რომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურასა და სასჯელაღსრულების სამსახურებს კანონით აქვთ მინიჭებული უფლება, აწარმოონ მოსმენები, როდესაც შესაბამისი განჩინება არსებობს.

Post navigation

Previous: ვახტანგ გომელაური: რუსულ სპეცსამსახურებთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია
Next: ირაკლი კობახიძე: ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სახალხო დამცველის არჩევის პროცედურის კრიტიკასთან, არის ცარიელი სპეკულაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.