Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სახალხო დამცველის არჩევის პროცედურის კრიტიკასთან, არის ცარიელი სპეკულაცია

მარშალ პრესი 15/09/2022
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის არჩევს პროცედურასთან დაკავშირებულ კრიტიკას სპეკულაციას უწოდებს. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან პარლამენტში ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ განმარტა რა ნაბიჯებია გასავლელი ომბუდსმენის ასარჩევად.

„ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ ყველა კანდიდატს 40-ქულიანი სისტემით და საზოგადოება ნახავს, რომ კონკრეტულმა კანდიდატებმა მიიღეს 40, 39, 37 ქულა. ზოგმა კანდიდატმა მიიღო 5, 7, 10 ქულა. ანუ, ვიღაცები არიან მისაღები, ვიღაცები კი მიუღებელი არასამთავრობო სექტორისთვის. ეს ქულებიდან გამოჩნდება. ამის შემდეგ კანდიდატებს პოლიტიკური პარტიები ასახელებენ. იქაც გამოჩნდებიან კანდიდატები, რომლებიც მისაღები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისთვის, ფრაქციებისთვის, პოლიტიკური ჯგუფებისთვის. როდესაც ისინი აჩვენებენ, რომ ვიღაც მისაღებია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის და როდესაც მხოლოდ აქედან ვაკეთებთ ჩვენ არჩევანს, სპეკულაციებისთვის უბრალოდ არ რჩება არანაირი სივრცე. აქედან გამომდინარე, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ამ პროცედურის კრიტიკასთან, არის ცარიელი სპეკულაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო.

Post navigation

Previous: ვახტანგ გომელაური: ბატონი გოგაშვილის განცხადება სრული სიცრუე და აბსურდია, ბიძინა ივანიშვილი ამ ადამიანს ფიზიკურად არ იცნობდა
Next: კელი დეგნანი: ჩვენ გვერდით ვუდგავართ საქართველოს 30 წელია, რადგანაც გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის. გვჯერა, რომ თქვენი დნმ, ისტორია, კულტურა, ტრადიციები ევროპასთან სრულ თანხვედრაშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.