Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: რუსულ სპეცსამსახურებთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია

მარშალ პრესი 15/09/2022
გომელაური ვახტანგ

რუსულ სპეცსამსახურებთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რითაც სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბრალდებებს უპასუხა.

„ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მინსკში ბევრჯერ ვარ ნამყოფი. 5-6 ვიზიტი მაქვს ჩატარებული. არავითარ შემთხვევაში რუსულ სპეცსამსახურებთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. ჩავდიოდი და ვხვდებოდი ჩვენს ბელარუსის კოლეგებს. იყო 100 წლისთავი, როდესაც იქ იყვნენ ჩამოსულები ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, ფრანგებიც, რუსებიც, გერმანელებიც, რომლებმაც მიულოცეს ბელარუსის ხელმძღვანელობას. პირისპირ შეხვედრა არასდროს გვქონია. ვერანაირი მტკიცებულება ვერ დაიდება ვერასდროს. ასევე იყო აზერბაიჯანშიც – იქ იყვნენ ამერიკის, ბრიტანეთის, თურქეთის, რუსეთის წარმომადგენლებიც. ბორტნიკოვიც იყო, დაზვერვის უფროსიც იყო. რაც თქვა ბატონმა გოგაშვილმა, ძალიან სამწუხაროა, რაებსაც იგონებს. რაღაც აბსურდია – გოგაშვილი თავის მძღოლთან ერთად ჩავიდა, ჩაისვა, ჩამოიყვანა, საგურამოში, მცხეთაში თუ ავჭალაში ვიქეიფეთ, ცხვარი დავკალით და მწვადი შევწვით… იტყუება, რა თქმა უნდა. მე რესტორანი არ მქონია არასოდეს და არც ახლა მაქვს. ბექა მამარდაშვილს ვიცნობ, ის ჩვენთან მუშაობდა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მე როცა წამოვედი, როგორც ვიცი, მალევე წავიდა ისიც სამსახურიდან, მგონი, კერძო სექტორში. ის საერთოდ არ იყო მოსმენების თემაში – იყო ძლიერი პროგრამისტი, როგორ უნდა მოეგროვებინა „კრებსები“?“, – აღნიშნა გომელაურმა.

Continue Reading

Previous: ანდრია გვიდიანი: სოსო გოგაშვილი, რომ ბოდავს, რაც ენაზე მოადგება და თან ამბობს, ბიძინა ივანიშვილისგან ვიღებდი დავალებებსო, აი, მაგის სჯერა ვინმეს? ვინმეს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დროს კარგავდა სოსო გოგაშვილთან ჭორაობაზე?
Next: ვახტანგ გომელაური: ბატონი გოგაშვილის განცხადება სრული სიცრუე და აბსურდია, ბიძინა ივანიშვილი ამ ადამიანს ფიზიკურად არ იცნობდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025