Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე “სტრატეგია აღმაშენებელზე”: სირცხვილი პოლიტიკური მათხოვრობაა, რასაც ისინი სჩადიან

მარშალ პრესი 14/09/2022
ხუნდაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ, მათ მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს პასუხობს:

-“სტრატეგია აღმაშენებელმა” უსინდისობით და უზნეო ქმედებით ნაცმოძრაობას გაუსწრო. ელემენტარული კულტურაა, რომ კოლეგას ეს არ უნდა აკადრო. შეურაცხმყოფელი რიტორიკა არის ქართული პოლიტიკის უბედურება. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციის დიდი ნაწილი უინტელექტო არსებების თავშეყრაა.

სირცხვილი პოლიტიკური მათხოვრობაა, რასაც ისინი სჩადიან. დადიან უცხოეთში კარდაკარ და საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობებს ითხოვენ ისე, რომ ქვეყნის ბედი არ აინტერესებთ. ის კი არ იციან, რომ საკუთარ ხალხს უნდა სთხოვონ ანდონ ქვეყნის მართვა. ამდენი მარცხის შემდეგაც ვერ ისწავლეს, რომ ჯერ ქართველ ხალხს უნდა ემსახურონ და მერე უცხოეთს, ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვან და მერე სხვისი. სანამ ამას არ შეიგნებენ, მანამდე მათი სიტყვა დარჩება “მდაბიოთა ხმა მღაღადებლისა”.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების განცხადებების შეფასებას სირცხვილად მიიჩნევს და ამბობს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა ჯერ სახელი და გვარი უნდა დაიბრუნონ.

Post navigation

Previous: ნაჩო სანჩეს ამორი: ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლაში შევნიშნე, რომ საქართველო იმავე დონეზე განიხილება, როგორც უკრაინა და მოლდოვა, ეს კარგი სიახლეა
Next: სოზარ სუბარი: მოლდოვა თურმე უნდა იყოს სამაგალითო საქართველოსთვის იმიტომ, რომ მოლდოვის ხელისუფლება დღეს ცდილობს გაატაროს ის პოლიტიკა, რასაც გარედან უკარნახებენ და არა ის, რაც შეიძლება მოლდოვისთვის და მოლდოველი ხალხისთვის იყოს კარგი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.