Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მოლდოვა თურმე უნდა იყოს სამაგალითო საქართველოსთვის იმიტომ, რომ მოლდოვის ხელისუფლება დღეს ცდილობს გაატაროს ის პოლიტიკა, რასაც გარედან უკარნახებენ და არა ის, რაც შეიძლება მოლდოვისთვის და მოლდოველი ხალხისთვის იყოს კარგი

მარშალ პრესი 14/09/2022
სოზარ სუბარი

ამ ინტერვიუში კარგად გამოჩნდა მთელი იმ კონფერენციის სულისკვეთება, რომელიც თბილისში ჩატარდა და მკაფიოდ იკითხება ერთი რამ: ზეწოლა იყო საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომდგენელზე, რომ როგორმე მომხდარიყო საქართველოს ომში ჩართვა და ეს ზეწოლა დღესაც გრძელდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ეს პირდაპირ ითქვა ინტერვიუში, სადაც არის გამოხატული უკმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველო არ აქტიურობს სანქციების ნაწილში და რა მოხდა, თუ ომი იქნება: კი, ომში საქართველო ვერ გაიმარჯვებს,როგორც ეველინ ფარკასი ამბობს, მაგრამ სამაგიეროდ, ეს ერთჯერადი დამარცხება იქნება და გრძელვადიანში საქართველო რაღაც შედეგებს მიიღებს. ასევე მოყვანილია „კარგი ქცევის“ მაგალითად მოლდოვა და როგორ ცუდად იქცევა საქართველოს ხელისუფლება. მოლდოვა, რომელიც დსთ-ს წევრია და ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ნატოში გაწევრიანება. მოლდოვა თურმე უნდა იყოს სამაგალითო საქართველოსთვის იმიტომ, რომ მოლდოვის ხელისუფლება დღეს ცდილობს გაატაროს ის პოლიტიკა, რასაც გარედან უკარნახებენ და არა ის, რაც მოლოვისთვის და მოლდოველი ხალხისთვის იყოს კარგი“, – განაცხადა სუბარმა.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე “სტრატეგია აღმაშენებელზე”: სირცხვილი პოლიტიკური მათხოვრობაა, რასაც ისინი სჩადიან
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციების თავიდან აცილება და პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.